21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი

ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. სიფრთხილით მოეკიდეთ დომინირების სურვილს და მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ პრობლემებთან სრულიად მარტო დარჩებით. დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ ის, რაზედაც ოცნებობთ?

კურო

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ სრულიად შეუფერებელი დიდი შესყიდვებისთვის. ეცადეთ პარტნიორებზე დამოკიდებული არ იყოთ დეა რაც მთავარია, ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც რთულ დროს დაგეხმარათ. სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების, პაემნებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში საკვების მიღებას მოერიდოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ ტყუპებს წარმატება ელით - შესაძლოა, თქვენმა ახალმა იდეამ საყოველთაო აღიარება დაიმსახუროს. დღის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ.

კირჩხიბი

ზედმეტი თავდაჯერებისა და სიჩქარის გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. საქმიანი შეხვედრები ან სატელეფონო საუბარი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტისა და ცვლილებებისთვის, ასევე ავეჯის შესაძენად.

ლომი

მშვიდი, არაფრით გამორჩეული დღეა. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლს. ამ დღეს მადლობას მიიღებთ თუ საყვედურს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოქმედებდით წარსულში.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. გულწრფელი საუბარი თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. ბევრი ქალწული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობა, სავარაუდოდ, შედეგს მოგიტანთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. ახლობელი ადამიანის დახმარებით მოგებიანი კონტრაქტის დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებთ. ნუ აჩქარდებით - არახელსაყრელი დღეა რადიკალური ცვლილებებისთვის. გირჩევთ, საკუთარი სურვილები აკონტროლოთ.

მორიელი

უფროს თაობასთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - მშობლები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე წყაროდან. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დღეს დაგეგმილი შეხვედრები კი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. სიყვარულო იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ. უსიამოვნო საუბარი გელით, თუმცა მისი შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

თხის რქა

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. დიდი ალბათობით, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმების მიაღწიოთ. მოერიდეთ ვირუსებს და ინფექციებს და ექიმების რეკომენდაციები გულმოდგინედ შეასრულეთ.

მერწყული

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, თუმცა საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, ეს ეხება მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.