1745094115
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა,მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ-მარიკა კოპალიანმა , სოფელ ლასურიაშში გურამ მუშკუდიანი მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გურამს უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ სამსახურში დაასაქმებს,რაც ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ინტეგრირებას.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.
მზის შვილები’’ - ასე უწოდებენ დაუნის მქონე ბავშვებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, ‘’მეგობრები კი არ ითვლიან ქრომოსომებს’’.