1759738582
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ღაზასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე უკეთესი გეგმა არ არსებობს. ის უნდა განხორციელდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა მოიწონა. კატარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ვადეპულმა აღნიშნა, რომ გეგმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების რეალურ შანსს იძლევა.
„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი მიღწევადია, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ, ყველას, მოლაპარაკებების რთული გზა გვაქვს წინ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე უკეთესი გეგმა არ არსებობს. ის უნდა განხორციელდეს, თუმცა ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ უნდა დაზუსტდეს. არსებობს რეალური შანსი, რომ მძევლები ძალიან მალე გათავისუფლდნენ, რომ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორის მოსახლეობამ მიიღოს ჰუმანიტარულ დახმარება. იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება“, - განაცხადა ვადაპულმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ წარადგინა ღაზის სექტორში თითქმის ორწლიანი ომის დასრულების გეგმა გასულ კვირას წარადგინა.