„2025 წლის ზაფხულის სეზონი ბევრად წარმატებული იქნება ვიდრე 2024 წლის“- Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი

 Mercure“ & „Swissotel Tbilisi“

სასტუმრო „Mercure“-ისა და „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ერდოღან შაჰინის ინფორმაციით, 2025 წელი სასტუმროებმა პოზიტიურად დაიწყეს. შაჰინის განცხადებით, პირველი კვარტალი იმედის მომცემი შედეგით დასრულდა.

„ადრეული ინდიკატორებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია,  ზაფხულის პერიოდზე ამჟამად ჯავშნები საკმაოდ ბევრია და გვაქვს საგრძნობი ზრდა.  ჩვენ ვხედავთ როგორც არსებული, ასევე აზიური ბაზრებიდან დაინტერესებას, რაც გვაძლევს რწმენას, რომ სეზონი ძალიან კარგი იქნება. ჩვენი პროგნოზებით, 2025 წლის ზაფხულის სეზონი ბევრად წარმატებული იქნება ვიდრე 2024 წლის“-განაცხადა Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალურმა მენეჯერმა.

ერდოღან შაჰინის თქმით, ახალი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრების ათვისებას.  

„პოზიტიურ ტენდენციას ამყარებს ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნა ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრებიდან, როგორიცაა: ინგლისი, ჩინეთი, ბალტიის ქვეყნები, რაც  შემომავალი ტურიზმის გაზრდას ხელს უწყობს. ეს ახალი მიმართულებები არამარტო გააფართოებს ჩვენს წვდომას, არამედ ხელს შეუწყობს უფრო მაღალ შემოსავლიან ბაზრებზე გავიდეთ.

Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის განცხადებით, 2025 წელს შენარჩუნებულია ფასებიც.

„ამ ეტაპზე, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასებს გასული წლის დონეზე.  ამჟამინდელი სტრატეგიაა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და დაჯავშნის ტენდენციებსა და ბაზარზე ყურადღებით დაკვირვება. ეს ასევე დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება მოთხოვნა ზაფხულში, სეზონის პიკში. თუ მოთხოვნა გაიზრდება, როგორც მოსალოდნელია, ჩვენ შეგვიძლია ფასები დავარეგულიროთ, რომ  ყოველთვის შესაბამისობაში ვიყოთ, როგორც  საერთო ბაზრის პირობებთან, ასევე  სტუმრების მოლოდინებთან“-აღნიშნა ერდოღან შაჰინმა.