„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ Voyager-ის დირექტორს, სოფო აზარაშვილს ესაუბრა:
„2025 ძალიან კარგი ტურისტული წელი იყო. როგორც მოგეხსენებათ, დაიდო სტატისტიკა. პირადად ჩვენი კომპანიისთვის, ძალიან წარმატებული წელი იყო. გვქონდა 5-8%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეისებიც გაუქმებული იყო და ადამიანები თავს იკავებდნენ მოგზაურობისგან, მაინც 15%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ვფიქრობ, რომ კარგი შედეგია.
ზოგადად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან ბევრ მარკეტინგულ აქტივობებს აკეთებს სხვადასხვა ბაზარზე და ამაში კერძო სექტორიც ვართ ჩართულები. ეს ხელს უწყობს ამ ციფრების გაზრდას და წლიდან წლამდე განვითარებას. ამის გარდა, ბევრი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოში, რაც თავის მხრივ ძალიან ეხმარება ტურიზმს“,- განაცხადა Voyager-ის დირექტორმა, სოფო აზარაშვილმა.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).