2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 14%-ით გაიზარდა

2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 14%-ით გაიზარდა

2024 წლის III კვარტალში წინა წელთან შედარებით ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14%-ით 58.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 23.1 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით მეტია.

ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15% - საშუალოზე, ხოლო 18% კი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.6%, საშუალოზე - 24%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30%.

რაც შეეხება დასაქმებულებს, ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 4%-ით 788.4 ათასამდე გაიზარდა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% - საშუალოზე, ხოლო 37% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა ჯამური რაოდენობა 743.2 ათასი შეადგინა, რაც 3%-იანი ზრდაა წლიურად.

III კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური
ხელფასი 2 190.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით
გაზრდილია 182.9 ლარით),

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 233.9 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 565 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 885.8 ლარი

ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 34% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.6% წილით, შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა - 8.2%-იანი წილით, მშენებლობა - 7% წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.8%.

2024 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ.