დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა. გაიცანით Peach Fuzz, რომელიც ძალიან ახლოსაა ატმისფერთან. უფრო ზუსტად კი, როგორც კომპანია წერს, "ნაზ, ხავერდოვან ატმისფერთან".
„თბილი და მეგობრული ფერი ხაზს უსვამს ჩვენი ერთიანობის სურვილს.
Peach Fuzz სინაზეს ახლებურად წარმოგვიდგენს. ეს ფაქიზად ვნებიანი ფერი აღვიძებს სისათუთის გრძნობას და მოგვიწოდებს ზრუნვისა და გაზიარებისკენ, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ“, - აცხადებს კომპანია.
View this post on Instagram
უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად ტენდენციების პროგნოზიორები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იკვლევენ მოდისა და დიზაინის სფეროს. წელიწადში ორჯერ კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.
1963 წელს Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ზოდიაქოს 3 ნიშანს 2023-ის ბოლოს დიდი ბედნიერება ელის
ეჭვობთ, რომ ვიღაცამ ჯადო გაგიკეთათ, ან იღბალმა "დაგტოვათ"? - სცადეთ მარილი