1728312638
ეჭვობთ, რომ ვიღაცამ ჯადო გაგიკეთათ, ან იღბალმა "დაგტოვათ"? - სცადეთ მარილი
ეზოტერიკოსების მტკიცებით, მარილი დაკარგულ ძალებს აღგიდგენთ. თეთრი კრისტალები ბედნიერებას დაგიბრუნებთ და გაგათავისუფლებთ ჯადოსგან.
როგორ დაიცვათ თავი მარილის დახმარებით:
მარილს მსოფლიოს მრავალი კულტურა წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევს. ეზოტერიკოსები გვარწმუნებენ, იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ უიღბლობას, შეგიძლიათ, აიღოთ მარილის მწიკვი და გადაყაროთ მარცხენა მხარის უკან (მარჯვენას უკან, პირიქით. მარილის გადაყრა უფრო მეტ უიღბლობას მოგიტანთ).
ასევე, თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ თქვენი სხეული უიღბლობისგან მარილიან წყალში დაბანით. უბრალოდ, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი მარილი აბაზანაში ცხელ წყალს და ისე იბანავეთ.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გამოგადგებათ - ოთახის თითოეულ კუთხეში მოაფრქვიეთ ზღვის მარილი და თითოეული ფანჯრის რაფის ქვეშ. ეს დაიცავს თქვენს სახლს უიღბლობისა და განსაცდელისგან.
როგორც ამბობენ, ადამიანის გათვალვა განსაკუთრებით მაშინაა მარტივი, როცა საუბარშია გართული . ავი თვალის თავიდან ასაცილებლად ღია ჭურჭელში მოათავსეთ მარილი და დადგით მაგიდაზე. ამ დროს, ბოროტი სურვილები მსურველს უკან უბრუნდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? - სცადეთ დაფნის ფოთოლი
თქვენი წარმატების ფორმულა: როგორ გავმდიდრდეთ 2024 წელს - რჩევები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888