„2024 წელთან შედარებით დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვქონდა“ - Travel Bee-ს წარმომადგენელი

ლმ

 საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866  ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“კომპანია Travel Bee-ს წარმომადგენელს დაუკავშირდა. 

„2025 წელს ბიუჯეტი 100%-ით შევასრულეთ. განსაკუთრებით კარგი წელი იყო თბილისის რეგიონისთვის. თვის ბიუჯეტები გადაჭარბებით შევასრულეთ. 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვქონდა. თბილისის სასტუმროებში დაახლოებით 22%, ხოლო რეგიონებში 18-22%-მდე.

ჩვენი ტურისტების ნაწილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

გასულ წელს საქართველოში  7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა  გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%;  +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).