1749042430
2000-ზე მეტ ოჯახს სახელმწიფო სახლს შეუსყიდის - ვინ მოხვდება სიაში

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
"სოფლად სახლის" შესყიდვის პროექტმა, ბოლო წლებში, განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 2025 წლის ბიუჯეტში, დევნილი ოჯახებისთვის სახლების შესყიდვის მიზნით, 70 მილიონ ლარამდე გამოიყო.
მიმდინარე წელს, სააგენტომ, ახალი საცხოვრებელი 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.