+19 გრადუსი - ნახეთ, დღევანდელი დღის ამინდი

ამინდი

 18 ნოემბერს ქუთაისში +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.