პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
31 მარტს თეატრალურმა ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა. იგი თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე იყო.
ცნობილია, რომ ბატონი ზაზა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე გახლდათ და ამ სამსახიობო წყვილს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ერთმანეთი სწორედ თეატრში გაიცნეს, სცენაზე გათამაშებული სიყვარული ცხოვრებაშიც გაგრძელდა და ოჯახური იდილია წლები გაგრძელდა.
„ჩემი ოჯახი თეატრალურია, ჩემი მეუღლე ზაზა მიქაშავიძეც მსახიობია. ბევრ სპექტაკლში სცენაზე ერთად ვდგავართ და ვთამაშობთ... მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე ვარ. ბატონი მიშა იყო გურუ, ძალიან დიდი პედაგოგი, დიდი რეჟისორი. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ცდილობდა, ჩვენც ასევე გვყვარებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე მსახიობი არ ვიქნებოდი. ჩემი მეუღლეც ბატონი მიშას მოწაფე იყო. ჩემთვის თუმანიშვილის სახელობის თეატრი არის ყველაფერი“, - ამბობდა ნინელი ჭანკვეტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცნობილია, რომ წყვილს 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა. 18 წლის შემდეგ გაჩნდა ანკა, რომელიც დედის ასლია.
ნინელი ჭანკვეტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:
„18 წელი არ გვყავდა შვილი, ეს ძალიან დიდი დროა მოლოდინისთვის. ეს იყო სასწაული ჩემი ოჯახისთვის, მეუღლისთვის, ოჯახისთვის, აღმოჩნდა რომ უამრავი ადამიანი გვიჭერდა მხარს მთელ საქართველოში. არასოდეს იმედი არ დამიკარგავს. იყო საუბარი შვილის აყვანაზეც, ახლობლები ზრუნავდნენ ძალიან, მაგრამ მე მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, დედამთილის, რომელსაც დღესაც დედას ვეძახდი, მულის, არჩევანი მე მქონდა, მე უნდა გადამეწყვიტა როგორ მოვიქცეოდი“,- ამბობდა ნინელი ჭანკვეტაძე.