„16 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა ორი ვარიანტი შემომთავაზა: უნდა გავთხოვილიყავი ან სკოლაში არ უნდა მევლო“ - თამი აბულოვა

თამი აბულავა

20 წლის თამი აბულავა ერთ-ერთ გადაცემაში თავის ცხოვრებაზე საუბრობს.

„3 თვიდან ვიზრდებოდი ბებიასთან და ბაბუასთან.შემდგომ ჩამოვიდნენ ჩემი მშობლები და გავაგრძელეთ ერთად ცხოვრება.

11-12 წლის ასაკიდან ჩემს ოჯახში დაიწყო სერიოზული პრობლემები.. მამაჩემი იყო საკმაოდ მკაცრი ჩემ მიმართ, მაგრამ ამაზე თვალს ვხუჭავდი. მანამდე, სანამ ჩემს გათხოვებამდე არ მივიდა საუბარი.

ჩემს სოფელში, სადაც ვცხოვრობდი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ადრეული ქორწინების.......16 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა ორი ვარიანტი შემომთავაზა : ან უნდა გავთხოვილიყავი ან სკოლაში არ უნდა მევლო".