გაზის მიწოდება დროებით 8500 აბონენტს შეუწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1763558311
16 წლის ნიკოლოზ გოგლიჩიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მოზარდს „არნოლდკიარის სინდრომი“ დაუდგინდა, სასწრაფო ოპერაციისთვის კი ოჯახს 45 000$-მდე თანხა სჭირდება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბიჭის დედა ავრცელებს.
„ძალიან გთხოვთ ჩემი პოსტი წაიკითხეთ და გააზიარეთ ეს ჩემი შვილის გადარჩენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკოლოზს არის 16 წლის მას დაუდგინეს "არნოლდკიარის სინდრომი". ნიკოლოზს გაუკეთდა ორი ურთულესი ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. ნიკოლოზი დამძიმდა, სასწრაფოდ გადავიყვანეთ სტამბოლში კვლევებზე. ამ ეტაპზე გაკეთდა MRI კვლევა, თვალის კატეკვლევა, ენდოკრინოლოგიური და ვენოლოგიური კვლევა ეს არის არასრული კვლევები რომლებიც ამ ეტაპზე გაკეთდა. ნიკოლოზი არის სასწრაფო საოპერაციო, თავის არეში აქვს დიდი რაოდენობით სითხე, რომელიც აწვება თავის ტვინს და გამოიწვია შეშუპება, მისთვის ეს ოპერაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული რისი საშუალებაც აღარ მაქვს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რომ გადავარჩინო ჩემი შვილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირ.ნომ: 60001044254
საქ.ბანკი: #GE04BG0000000610850866
თიბისი ბანკი: #GE98TB7697045064300092
მიმღები დედა: თეა ანანიძე
