15 ივნისიდან 31 ივლისამდე დაწესდება შეზღუდვა - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გზქ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ3-კმ4 მონაკვეთზე, აწარმოებს დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებს, რის გამოც საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2022 წლის 15 ივნისიდან 31 ივლისამდე. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება შემოვლით გზაზე, დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის შესაბამისად.