14 წლის დედა - როგორ გამჟღავნდა ნაადრევი ქორწინების დეტალები, რის გამოც არასრულწლოვანი სკოლაშიც აღარ დადიოდა

14 წლის დედა

გოგონა, რომელიც 13 წლის ასაკში ზრდასრულ მამაკაცზე გაათხოვეს, დედა გახდა. არასრულწლოვანმა მარნეულში, "ჯეოჰოსპიტალსის "კლინიკაში ნაადრევად იმშობიარა. "კურიერთან" ინტერვიუში ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი გულის პრობლემებით დაიბადა, რის გამოც მისი სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. 14 წლის დედა კლინიკიდან უკვე გაწერეს. სტაბილურად მძიმეა თბილისში გადაყვანილი ჩვილის მდგომარეობა.

სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგონას მასწავლებლები. დღეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა სკოლის დირექტორმაც. "კურიერთან" საუბრისას ის ამბობს, რომ დედის მოთხოვნით გოგონას მოსწავლის სტატუსი გასული წლის დეკემბერში შეუჩერდა.

ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი:

ასევე ნახეთ:

VIDEO: ,,მოდი კიდევ ერთხელ დავქორწინდეთ" - ვის მოუწყეს სიურპრიზი ,,პრაიმ ჰაუსში"

VIDEO: „როდესაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს...“ - რა კადრებს აქვეყნებს თი მაჭავარიანი

VIDEO: თიკა ფაცაციას დაბადების დღეზე აცეკვებული ლევან რატიანი - კადრები სოციალურ ქსელებს იპყრობს