„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                სერბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „მლადოსტი“ საკუთარ კედლებში „რადნიჩკი 1923“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა და მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი, მლადენ ზიზოვიჩი გარდაიცვალა.
პირველი ტაიმის შუაში, როდესაც „რადნიჩკი 1923“ 2:0-ს იგებდა, ზიზოვიჩი შეუძლოდ შეიქმნა და გულის კოლაფსი დაემართა. სტადიონზე მყოფმა ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეხვედრა გაგრძელდა, მაგრამ მალევე, ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი. ექიმებმა ზიზოვიჩის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს და მომხდარის შესახებ ფეხბურთელებმაც გაიგეს, რის გამოც თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მათი ემოციები კამერებმა დააფიქსირეს...

ზიზოვიჩი 44 წლის სპეციალისტი იყო. „რადნიჩკი 1923“-ის მთავარ მწვრთნელად ის 13 დღის წინ დაინიშნა და ალექსანდარ ლუკოვიჩი ჩაანაცვლა.