1766172516
„14 წლის ასაკში გავიცანი დედა, ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს...“ - ზურა ხაჩიძის გულახდილი ინტერვიუ
ბავშვობა, სიყვარული, ოჯახი, კარიერა, მძიმე სენისგან განკურნებული მეუღლე... – მომღერალმა ზურა ხაჩიძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში პირადი ცხოვრების დეტალებზე გულახდილად ისაუბრა.
მომღერალი ჰყვება, რომ მშობლების დაშორების გამო, ბებია–ბაბუასთან იზრდებოდა, დედა კი 14 წლის ასაკში გაიცნო.
„მე ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს... 14 წლის ასაკში გავიცანი დედა, სხვადასხვა მიზეზების გამო, მე ბებიასთან, მამის მხარეს ვიზრდებოდი, იქ ვიყავი სულ. 14 წლის რომ გავხდი, მეგობარმა მოტყუებით გადამიყვანა დედაჩემის სახლში, ბორჯომში და იქ გავიცანი დედაჩემი. შემდეგ ეს ურთიერთობა აეწყო, ჯერ თქვენობით მივმართავდი, მერე შენობით, მერე სახელით და დედა რომ დავუძახე, სამწუხაროდ, 2005 წელს, უბედური შემთხვევისგან გარდამეცვალა, სტუმრად იყო წასული და გაზით გაიგუდა. ჩემი და ხათუნას ქორწინებიდან მესამე დღეს მოხდა ეს ამბავი... ძალიან მძიმე იყო... მესმოდა, რომ დედა და მამა გაშორებულები იყვნენ – ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი, არ ვსვამდი ზედმეტ კითხვებს, მერე ასაკში დავიწყე კითხვების დასმა, დედასთან და მამასთანაც. ყველაფერზე პასუხი მივიღე. დედაც მიყვარს და მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც მოასწრო იმ წლებში“, – ამბობს ზურა ხაჩიძე „პრაიმტაიმთან“.
ვრცლად, ნახეთ, ინტერვიუ:












