„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალები გაიმართა.
„ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.