13 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, ფიზკულტურის, ალექსიძის, კოდორის, ოჟიოს, კოსტავას, აფაქიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, ბენდელიანის და ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, შროშის, კეკელიძის, მარაბდის, ქობულეთის, ჟვანიას, მარუხის გმირთა, შენგელიას და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.