"12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი

"12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და სინოდის წევრები," - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ხალხი ალბათ ისევ გააგრძელებს მოსვლას და საათები მოუწევთ ადამიანებს დგომა რიგში, რათა სიონში შევიდნენ და მის საფლავს ემთხვიონ," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძარში მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.

ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.