პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
12 წლის თელაველი გოგონა მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში სამკურნალოდ გადაყვანილი ელენე ზაქაიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
„ეს დღეები თითქოს სტაბილურად იყო. გულიც თავისით მუშაობდა. მუტფილმსაც უყურა, თუმცა, სუნთქვის აპარატზე რჩებოდა, ღვიძლისა და ფილტვის სამკურნალოდ მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა და იმედიც გვქონდა. იქ, ავადმყოფობაში გახდა 12 წლის. სამწუხაროდ, ასე მძიმედ დასრულდა ეს ამბავი"- ამბობს ახლობელი.
თელაველი ელენე ზაქაიძე, კორონავირუსის შემდგომი გართულებით, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკის კარდიოლოგიურ კლინიკაში, იანვრის ბოლოს, საზოგადოების მხარდაჭერით გადაიყვანეს.
ექიმების დასკვნით, გოგონას გულის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა, მანამდე ვირუსით დაზიანებული ფილტვები და ღვიძლი ჰქონდა სამკურნალო.
ელენე ზაქაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერის შესახებ, „პრაიმთაიმი“ რამდენჯერმე წერდა.