ყვარელში, მკვლელობის ბრალდებით, პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს

policiis lenta

ყვარელში მკვლელობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ჭიკაანში სუფრაზე მყოფ პირებს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი პირი, ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.

დაკავებულს ბრალი უახლოეს 48 საათში დაუზუსტდება. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.