მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით, ნელი დოროყაშვილის დედა მაკა სიმონიშვილი იკითხება.
როგორც სიმონიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყოფილი სიძე მის შვილზე ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა.
მისივე თქმით ერთ-ერთი ინციდენტის დროს ჩოგბურთელმა მეუღლე სახლიდან „ხალათითა და ჩუსტებით“ გააგდო.
„ ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან, რა ფორმაში ხარ - მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო“, - განაცხადა სიმონიშვილმა.