ვინ არის FBI-ის მიერ ძებნილი, რომელიც ქობულეთში დააკავეს

კიბერდანაშაული

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კიბერ თავდასხმა- "ეფ ბი აის" ძებნილი პირი ქობულეთში დააკავეს. ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც მეტსახელად "დიპ ჰაკერი" ეძახიან.

 

ბრალდება მძიმეა - დარი პანკოვს კომპიუტერული პროგრამის შემუშავებაში ადანაშაულებენ, რომლის საშუალებითაც შეერთებული შტატების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ათი ათასობით დაცულ კომპიუტერში შეაღწია და პირადი მონაცემები მოიპარა.

რუს ჰაკერს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთის უშიშროების სამსახური დგას.

ძებნილ დარი პანკოვს ქობულეთში ქართველმა სამართალდამცველებმა მიაგნეს. რუს ჰაკერზე ინფორმაცია ქართულ საგამოძიებო უწყებას ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მიაწოდა. საქართველომ შეერთებულ შტატებს რუსეთის მოქალაქე უკვე გადასცა. ბრალდებულს 47 წლამდე პატიმრობა ემუქრება.