VIDEO: ვრცელდება გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის მცდელობის კადრები

ნაზღაიძე

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით ტელეწამყვანმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

„მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!!

დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- წერს გიორგი ნაზღაიძე.

დღეს სოციალურ ქსელში თავდასხმის კადრები გავრცელდა

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals)