პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
33 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია - ახალგაზრდა მამაკაცი ხონში ცივი იარაღით ბარბარობის დღესასწაულზე მოკლეს, არიან დაკავებულებიც. ეს საქმეც მიმდინარე წლის მკვლელობების სტატისტიკის ნაწილი გახდება, რომელიც წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე კი ცნობილია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მონაცემები, რომლის მიხედვითაც დროის ამ პერიოდში, საქართველოში 64 ადამიანი მოკლეს. გამომძიებლებმა 56 საქმის გახსნა შეძლეს, დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 102 ფაქტი, 97 შემთხვევაში საქმე გაიხსნა.
როგორ ხდება მკვლელობის გამოძიება და რა ეტაპებს გადის საქმე დანაშაულის ადგილიდან დამნაშავის დაკავებამდე - ექსპერტ - კრიმინალისტები არიან ადამიანები, რომლებიც პირველები მიდიან მკვლელობის ადგილზე, სამუშაო რთული და მძიმეა, თუმცა მათ ემოციების მართვა და ცივი გონებით მოქმედება მოეთხოვებათ. ექსპერტების მიერ მოპოვებულმა ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანმა, შესაძლოა საქმის ძიება თავდაყირა დააყენოს.
შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვას, საფუძვლიან შესწავლას, ფაქტების ზუსტ აღწერას, თვალით ხილული თუ უხილავი ნივთმტკიცებების ამოღებას, საქმისთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დეტალებზე ორიენტირება და სიზუსტე ამ საქმეში გადამწყვეტია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე კვალს ყოველთვის ტოვებს - მთავარი კი მისი აღმოჩენაა.