VIDEO: ორმოში ჩააგდო და მოკლულის მანქანით გაიქცა - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

პოლიცია

"საშინელება! ქვით გაუჩეჩქვა თავი, ორმოში ჩააგდო და 25 000 ლარი წაიღო" - ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები, 30 წლის ქალს 45 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ...

"ტვ პირველის" ცნობით, 45 წლის ხათუნა ლაზარია სავარაუდოდ, საკუთარმა ბიზნესპარტნიორმა 30 წლის ზანდა უბილავამ მოკლა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს - ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.