პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული პირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე იმ პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ მარნეულში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, სავარაუდოდ, დღესვე ჩატარდება მათი სასამართლო პროცესიც და დღესვე გახდება ცნობილი, რა სახის აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული მათ მიმართ. დაკავებულების ნაწილს ბრალი უკვე წაუყენეს. მათი ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს.
"უშუალოდ მისი დაკავების დროს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ფაქტზე წასწრებული არ გახლავთ. ვიდეოსთან დაკავშირებით სახეები დაფარულია და ვერ გეტყვით, რომ რომელიმე იქიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო.“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის, ზაურ ბაგმანოვის ადვოკატი, იოსებ ნატროშვილი.
ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სამართალდამცველებმა სულ 62 პირი აიყვანეს, აქედან 46 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის 20, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სპეცოპერაცია თბილისის პარალელურად საქართველოს კიდევ 7 ქალაქში ჩატარდა. დანაშაული 20-ც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.