VIDEO: „4450 ლარისაა კაროჩე“ - ფარული კადრები, როგორ აკავებენ ნარკორეალიზატორებს

ნარკორეალიზატორების დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას. ტარდება მასშტაბური სპეცოპერაციები ნარკორეალიზატორების დასაკავებლად.

გასული წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შდეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავეს, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია.

პოლიციამ ჯამში, 2022 წელს, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გთავაზობთ ფარულ კადრებს, როგორ აკავებენ ნარკორეალიზატორებს:

 

პოლიცია განაგრძობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ასევე განაგრძობს აქტიურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ.