პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთში შემზარავი მკვლელობა 11 თებერვალს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის შვილიც შეესწრო, რომელიც დამნაშავემ თოკით დააბა, შემდეგ მშობლები დაუხოცა და ადგილიდან მიიმალა.
16 წლის არასრულწლოვანი “ტვ პირველთან” იხსენებს, რომ ჯერ მამა მოუკლეს ეზოში, შემდეგ დედა – სამზარეულოში, თავად არასრულწლოვანი კი აიყვანა მეორე სართულზე, მიაბა საწოლზე და სთხოვდა, ეთქვა, სად ინახავდნენ მისი მშობლები 30 000 ლარს, რომელიც ოჯახმა ნაკვეთის გაყიდვით მიიღო.
„გაისმა თოფის ხმა, ეგრევე მოჰყვა მეორე გასროლის ხმა და გავიგე დედაჩემის ხმა… გამოვედი და მკვლელს შევეფეთე. ჯერ ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას… მამა დაბლა იყო, მანქანასთან იწვა უკვე, მკვდარი იყო.
დედა სამზარეულოში იყო, მკვლელი ყელში მწვდა, წამათრია, დანა ედო უკან, ტყისკენ მივყავი ჯერ… დავჭერი დანით, ოდნავ… ამიყვანა მეორე სართულზე, დამაბა, საწოლზე მიმაბა… მეუბნებოდა, ფული სად არისო. ვპასუხობდი, რომ არ ვიცოდი და არ იჯერებდა", - განაცხადა 16 წლის მოზარდმა.
ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს.