„ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის“ - რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი ქალი

რენატა

ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში საკუთარ ისტორიას ჰყვება და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

„ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო!  სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი... სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ჰყავს და! ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. 

პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დაუნგრიო არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის!  ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ამ საზარელ ფაქტს მამა პეტრე კოლხიც ეხმაურება:

„ეს ,,ქართველი ვაჟკაცის” ნამოქმედარია…

რაც არ უნდა გაბრაზდე, როგორც არ უნდა დაკარგო აზროვნება, ასეთი სიმხეცე მაინც არ უნდა ჩაიდინო…

გამოვძვრეთ საკუთარი ტყავიდან, რეალობას თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ რაღაც გაუგონარი გვჭირს…

,,ქართველობას გვართმევენ”, , გამორჩეული ერი ვართ”, ,,წილხვედრი ქვეყანა ჩვენია”, ასეთი აზროვნების და შეხედულების შედეგია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მერამდენე ქალი-ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი… 

 ერთია, ძალადობ ქალზე და უფრო მძიმე სურათია, როცა ამ ძალადობას აყურებინებ შვილს…

ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, ,,როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა”!…

ღმერთის მართლა შეეშინდეს ყველა მოძალადეს, რადგან ყველა მსხვერპლში უფალია!..", - წერს პეტრე კოლხი.