ცნობილია, ვინ არის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანი

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

@primetime.ge

ცნობილია, ვინ არის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანი „კურიერის“ ინფორმაციით ის გიორგი უძილაურია.

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი

როგორც სუს-ში აცხადებენ, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურეობრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.