ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ამავე საქმეზე გამოძიება 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლითაც მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თავად ფიზკულტურის პედაგოგი, რომელსაც არასრულწლოვნები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ბრალდებების გახმაურების შემდეგ, მასწავლებელს ურთიერთობა დაეძაბა კოლეგების ნაწილთან და მშობლებთან.
მძიმე ბრალდებაში დადანაშაულებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.