1732386875
ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა
ქუთაისი-წყალტუბის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.
ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანია მოკლული.
როგორც ირკვევა, ტრაგედია მეგობრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.
ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მეგობრებს შორის კამათი მოხდა, შემდგომ მათ შენობა დატოვეს და საუბარი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. სიტუაციის განსამუხტად ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ტყვია გაუვარდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ერთ-ერთი მოკლული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია.
შსს-მ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.