ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
თბილისში, „დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულები ერთვებიან. იწყება მათი შერჩევის პროცესი. დანაშაული, მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. დაკავებულია ორი პირი - 38 წლის გრიგოლ დოჩიას მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი - არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა.
გრიგოლ დოჩიასთან ერთად დაკავებულია მის ნათესავიც - ილია აბლოთიას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.