„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
20 ივნისის საქმეზე მაშინდელი ევროპული და ამერიკული ბიუროკრატია იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას, ერთგულად, გულმხურვალედ იცავდნენ როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს, ასევე იმ ქმედებების ავტორებს, რომლებმაც მძიმე შედეგამდე მიიყვანა მაშინ პროცესები. ეს ძალიან საინტერესოა, ესეც უნდა შეაფასოს ქართულმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობით იმოქმედებს.
„20 ივნისის ღამეს რაც შეეხება, ამ ღამეს ჰყავდა ორი მთავარი მოქმედი პირი, ერთ მხარეს იყო, პირობითად მელია და მეორე მხარეს იყო გახარია. ერთ მხარეს იყო შტურმი პარლამენტის შენობის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, რაც იყო უმძიმესი დანაშაული და თქვენ გახსოვთ, მაშინაც, იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან აქტიურად ესარჩლებოდა ამ შტურმის ავტორებს, ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს და მეორე მხრივ, რაც ასევე კიდევ უფრო საინტერესოა, მაშინდელი ევროპული ბიუროკრატია გამოექომაგა იმ ადამიანს, რომლის ქმედებებმაც მიიყვანა მაშინდელი პროცესები მძიმე შედეგამდე, უამრავმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის შვიდ ადამიანს მძიმე კვალი დააჩნდა ჯაბმრთელობაზე. ორივე მიმართულებით მაშინდელმა ევროპულმა ბიუროკრატიამ და ყოფილმა ამერიკულმა ბიუროკრატიამ მოგვთხოვა ამნისტიის კანონის მიღება, ანუ ისინი იცავდნენ ერთგულად, გულმხურვალედ როგორც მელიას, ისე გახარიას, როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს, ასევე იმ ქმედებების ავტორებს, რომლებმაც მძიმე შედეგამდე მიიყვანა მაშინ პროცესები. ეს ძალიან საინტერესოა. ბუნებრივია, ესეც უნდა შეაფასოს ქართულმა საზოგადოებამ. თავისთავად კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.