აშშ ისრაელისთვის 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას გეგმავს - „როიტერი“

თეთრი სახლი

აშშ ისრაელისთვის 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას გეგმავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, მოიპოვოს კონგრესის დასტური აღჭურვილობის მიწოდებაზე, რომელთა შორისაც მოიერიშე ვერტმფრენები და ჯავშანტრანსპორტიც ფიგურირებს.

უფრო კონკრეტულად კი, პაკეტი მოიცავს 3.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 30 ერთეული „აპაჩის„ ტიპის ვერტმფრენსა და 1.9 მილიარდი დოლარის 3 250 ჯავშანტრანსპორტს, 750 მილიონი დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილებსა და კვების წყაროებს.