პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თერჯოლაში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი მამა მოკლა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამას დაზიანებები ნაჯახით, საწოლში მიაყენა. შემთხვევა აღდგომის ღამეს მოხდა.
სოფელში ამბობენ, რომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა. მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მეზობლები დაინტერესდნენ, სად იყო 57 წლის კაცი, რაზეც შვილმა მათ უპასუხა, რომ მამა სახლიდან გავიდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც აღარ უნახავს.
ამის შემდეგ, მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ, სახლში შევიდნენ და კაცი საკუთარ საწოლში, მოკლული ნახეს.
ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.