შსს განცხადებას ავრცელებს

შსს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 13:00 საათისთვის დაბარებული.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.