შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა გიორგი ახობაძე გვიან ღამით დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიდასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულია გ.ა. და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.