„სასქესო ორგანოზე ვარ დაჭრილი...“ - რას ჰყვება ქალი, რომლის მოკვლაც მეზობელმა სცადა

დაჭრილი

ვარკეთილში სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი ვერ ამბობს, რა გახდა მეზობლისგან მისი ოჯახის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი.

ქრისტი მიქელაძე დეტალურად იხსენებს მომხდარს და ჰყვება, რომ მეზობელი კაცი მას და მამამისს დანით უსწორდებოდა, რის შემდეგაც მათ ბინაში ცეცხლი გააჩინა და გაზი გაუშვა.

„გავიგე კარების ხმა და მეგონა მამაჩემი. მაგრამ მამა რომ შემოდის, ყოველთვის მეუბნება, რომ „მოვედი“ და ხმა არ ამოუღია, კი გამკრა გულში...ერთი ორი წუთის შემდეგ ალბათ, ისევ კარების ხმა გავიგე და უკვე მამაჩემის ხმა, რომ „რა გინდა, გიჟი ხომ არ ხარ. თავი დამანებე, გადი აქედან, ჩემს სახლში რას აკეთებ“. ჩოჩქოლის ხმა გავიგე და შიშველი აბანოდან გამოვვარდი. იქით იდგა ის ბიჭი და აქეთ მამაჩემი.

უკვე დანა ეჭირა ხელში და უკვე ურტყამდა. მივვარდი ამ ბიჭთან, რომ მოკლედ, მამაჩემს თავი დაანებე-მეთქი. იატაკის ჯოხი გამოვიტანე, რომ ჩავარტყამ-მეთქი და ეგეც წამართვა...ამის მერე შემათრია აბანოში, მამაჩემი ძირს დააგდო, მეც დამაგდო და წამოვდექი. ამ მომენტში მე მუშტი ჩამარტყა თუ წიხლი.... აბანოში შემათრია მერე თმებით. ხმას თან საერთოდ არ იღებდა, „მოგკლავო“, ეს მითხრა მარტო. თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა და შხაპი მომიშვირა სახეზე რომ გავგუდულიყავი. მიზეზი არ ვიცი, ხმას არ იღებდა. ჩავარტყი წიხლი და დანა დამარტყა დაბლა, სასქესო ორგანოზე. მე რომ დამაგდებდა, მამაჩემთან გარბოდა და თავში დანას ურტყამდა. ყელზე მომადო დანა, ყელის გამოჭრა უნდოდა და სამჯერვე გავაგდებინე.

ბოლოს დაუვარდა ეს დანა და საწოლის ქვეშ შევაგდე. დავინახე ჩემს ზეწარს ცეცხლი მოუკიდა. ცეცხლი რომ გააჩინა და გაზი გაუშვა, გაიქცა და დაბლა დაიჭირეს“, - ამბობს „პირველებთან“ ქრისტი მიქელაძე.

ქრისტი მიქელაძე ამტკიცებს, რომ დაკავებულის მეუღლეს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

„აივანზე ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. როგორც ვიცი, ცოლი ჰყავდა 8 თვის ორსული. ხმაურზე თავი გამოყო ფანჯრიდან რა ხდებაო? ვუთხარი შენმა ქმარმა მამა მომიკლა და მეც მკლავს თქო. მიშველე ორსული ვარო, შენ რა უნდა გიშველო მამა მომიკლა თქო ეს პასუხი გავეცი. როგორც ვიცი ნაცემი იყო და არ აღიარებს, თვალები ჰქონდა დალურჯებული...“, - ამბობს ქრისტი მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⇒ „მიშველე ორსული ვარო... ნაცემი იყო, თვალები ჰქონდა დალურჯებული....“ - რას ჰყვება ანგარიშსწორების მსხვერპლი დაკავებულის ცოლზე

⇒ მეგობარი ქალი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო - ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა