პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებულ სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ედება ბრალი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი მედიისთვის დახურული იყო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ლანჩხუთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, შუა ხნის მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.