თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1759328622
ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი აქვს გადადგმული, პირიქით. იმ საქმეების უშველებელი სიაა, რაც მას თავისი ქვეყნისთვის უკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რა არ მოუგონეს და როგორ არ ეცადნენ, რომ მისთვის სახელი გაეტეხათ, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ მიიღო, არც ჭორი და სიმართლე კიდევ მათ მხარეს არ იყო.
„წერილში ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა ასახული სამშობლოს მიმართ. წერილში მთავარი თემა მშვიდობაა. მშვიდობა მისწრაფებაა არა მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც მხარს მთავრობას უჭერს, არამედ მათი, ვინც მხარს ოპოზიციად უჭერს. მშვიდობაზე სასაუბროდ ოჯახმა უნდა მოიცალოს და საკუთარ შვილებს ელაპარაკონ, რა ხდება და რა საფრთხეები არსებობს პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. საგარეო ურთიერთობებში პრორუსული გზა არ არსებობს, პრევენციის სურვილია იმ ომის, რაშიც დღეს, მსოფლიოს დიდი ნაწილია გახვეული. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ საფრთხეებზე საუბრობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.