საერთო სასამართლოების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, - ამის შესახებ ნათქვამია საერთო სასამართლოების დეპარტამენტის განცხადებაში.

„ ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან, მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარატმენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან. მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.