პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფელ კარბში, მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას დაღუპული 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე, გორის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ.
ბრალდებული, რომელსაც მომხდარიდან 2 კვირაში სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დაღუპულის თანასოფლელი 68 წლის ქალია. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მეზობლებს შორის სარწყავ წყალზე მომხდარი ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მეზობელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის მერეც პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, - გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბრალის დამძიმებას ითხოვენ.
„როგორც შვილმკვდარი დედა მივმართავ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. გონივრული, რომ სამართალმა იზეიმოს...“, - ამბობს ლევან გვიმრაძის დედა.