რას ჰყვებიან თვითმხილველები 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე - ახალი დეტალები

ნიკიტა

თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოკლული ახალგაზრდა ბიჭი 21 წლის ნიკიტა აგიევია. მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე სასწრაფოში გარდაიცვალა. 

21 წლის ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ, ერთ ერთი ვერსიით, მეგობარმა გაიმეტა. თვითმხილველების თქმით, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც შესაძლებელია დამნაშავეების იდენტიფიცირება. მათივე თქმით, თავდასხმა  ახალგაზრდა კაცზე ჯგუფურად მოხდა და მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა, რომელიც იქვე ბარში დაიწყო.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ გარდაცვლილს ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. საპატრულო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ძალიან სწრაფად მივიდა. კამერის ჩანაწერებიც მაშინვე ამოიღეს, ასევე ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: რა ხდება ახლა გლდანი-დიდი დიღმის გზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

VIDEO: გამაოგნებელი ფარული ჩანაწერი, რომელსაც შსს ავრცელებს - როგორ აიძულებს მშობელი შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას