თბილისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

დახმარება

თბილისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს.

ინფორმაციას ფეისბუკის გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“ ავრცელებს და წერს, რომ „ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა“.

„თბილისის მე-8 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით მშობიარობა შევიდა. ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა, პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ორსულის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო.

სამედიცინო პერსონალის სწორად შეფასებული მდგომარეობის შედეგად, რამდენიმე წუთში ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა. დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმ ლეილა კიღურაძის თქმით, აღსანიშნავია უმცროსი ექიმის დავით ბაბილოძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ზურაბ წკრიალაშვილის ოპერატიულობა.

სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. გვეამაყება: ექიმი – ლეილა კიღურაძე, უმცროსი ექიმი – დავით ბაბილოძე, მძღოლი ზურაბ წკრიალაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”

ასევე ნახეთ:

„თუ ქალი მამაკაცზე 6-8 წლით უფროსია, სექსუალური ცხოვრების ჰარმონია გაცილებით მაღალი ხარისხისაა...“ - ზურა მარშანია

„სამყარო თქვენს მხარეზეა, გამოიყენეთ თებერვლის თვე...“ - როგორ განვითარდება სასიყვარულო მოვლენები თებერვალში

VIDEO: გამაოგნებელი ფარული ჩანაწერი, რომელსაც შსს ავრცელებს - როგორ აიძულებს მშობელი შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას

„მამამ იპოვა გარდაცვლილი...“ - თელავში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა