სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილემ გააჟღერა
1770150450
ქართველმა სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.
კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად "სუხო" და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად "პაატა ტბილისკი".
მისივე ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი" "ქურდულ გარჩევებს" მისი ოჯახის წევრების, დედის და ძმის დახმარებით აწყობდა.
რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი" - პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა, რომელიც თურქეთში 21 წლის ასაკში „მონათლეს“.
2018 წელს კი “კანონიერმა ქურდმა“ კობა ახვლედიანმა, იგივე “კობა სოხუმსკიმ“ წოდება ჩამოართვა.
28 წლის რევაზ უბილავა 2020 წელს წალენჯიხაში დააკავეს. „ჯვარსკი“ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებითაა დაკავებული და დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რევაზ უბილავას სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის ათჯერ აქვს მოხდილი.