პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქოლ-ცენტრების საქმეზე მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოზე დამატებით აღმოჩენილია კიდევ ერთი ქოლ-ცენტრი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. სააგენტო ONGO-ს ინფორმაციას „რუსთავი2“-ი ავრცელებს.
სააგენტო ONGO წერს, რომ ამ დაწესებულებაზე ინფორმაცია დავით კეზერაშვილის გარემოცვამ გაახმაურა:
„დავით კეზერაშვილმა განახორციელებინა ზარი სამართალდამცველებთან და “ჩაუშვა“ ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლ-ცენტრი, რომელიც საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა.
ამავე შენობაშია განთავსებული როგორც ჯიბლაძის, ასევე ელისო კილაძისა და ვალერი გელბახიანის ოფისები.
საგამოძიებო მოქმედებები დილის 10 საათამდე, მთელი ღამე მიმდინარეობდა. ელისო კილაძე თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ამ პროცედურებს, ხოლო ვალერი გელბახიანი ბიზნეს ცენტრში იმ ღამით არ გამოჩენილა.
სამართალდამცველებს ადგილზე დახვდათ ასამდე კომპიუტერი და ლეპტოპი, თუმცა ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მათ ადგილზე არ დახვდნენ, რადგან, როგორც წყარო იუწყება, კომპანია „სვეტის“ თანამშრომლებმა მოასწრეს მათი გაფრთხილება ბიზნეს ცენტრთან საეჭვო მოძრაობების შესახებ“, - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ დაწესებულებაში სხვებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა შსს-ს ყოფილი პრესცენტრის ხელმძღვანელი, გურამ დონაძე.
ფაქტთან დაკავშირებით ელისო კილაძეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.